Sunday, April 8, 2012

ცხელი აპრილი - "ცხელი მადრიდი"



რა შეიძლება ითქვას?  ეს სიტუაცია ჰგავს 2006/2007 წლების სეზონის დრამატულ ლა ლიგის ფინალურ ნაწილს და კაპელოს რეალს და ის დრმა რეალის HAPPY END_ით მორჩა. დასრულდა ლა ლიგის 31_ე ტური, მაგრამ იქამდე ცოტა შორიდან დავიწყოთ. ზუსტად 5 ტურის წინ რეალს 10 ქულიანი უპირატესობა ჰქონდა და ყველა ერთხმად აღიარებდა მას ჩემპიონად, თუმცა მოხდა ის რასაც არავინ ელოდა. ზედიზედ 2 ფრე, ჯერ მალაგასთან 1-1, შემდეგ იგივე შედეგი ვილიარელთან. ცალკე საკითხია ვილიარეალთან როგორი ფრე დაფიქსირდა (არბიტრთა საკითხი ესპანეთში), თუმცა შედეგი ის აღმოჩნდა რომ სხვაობა 6 ქულამდე ჩამოვიდა და ცოტა დაძაბულობამ იმატა. შემდეგი 2 მატჩი რეალმა მისებურ სტილში ჩაატარა და მოიგო, მაგრამ მადრიდს ვალენსია ესტუმრა, რომლმაც რამდენიმე დღით ადრე ადგილი დაიბევა ევროპის ლიგის ნახევარ ფინალში.
დღევანდელი მატჩი ისე დაიწყო როგორც ყველა მადრიდისტას უნდოდა მძლავრი შეტევებით, თუმცა მალე გათანაბრდა სიტუაცია და სწრაფი და შემტევი ფეხბურთი წავიდა. რეალი ფლობდა უპირატესობას უნდა, მაგრამ გოლი არ გადიოდა. საბოლოოდ ისე მოხდა რომ ვალენსიას 11 ფეხბურთელი საჯარიმოში იდგა და იგერიებდა შეტევებს მაგრამ ამაოდ. ვალენსიას პეპეც "დაეხმარა" ბენზემას დარტყმულის დროს. საბოლოოდ ფრე 0-0 და  სხვაობა რეალსა და ბარსას შორის 4 ქულამდე ჩამოვიდა.  იწყება ნერვების ომი. მადრიდის რეალს 7 ტური აქვს ლა ლიგაში დარჩენილი და შეიძლება ითქვას რომ მხოლოდ 2 ტური არის სადაც მარტივი თამაში დაერქვას. გრანადა და ხიხონი. საქმეს ისიც ართულებს რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალები ელის წინ. რეალის კალენდარი ასეთი ბოლო 8 მატჩი:


ატლეტიკო-რეალი


რეალი-ხიხონი

ბაიერნი-რეალი

ბარსელონა-რეალი

რეალი-ბაიერნი

სევილია-რეალი

რეალი-გრანადა

მალიორკა-რეალი

ამით ყველაფერი ნათელი ხდება. ძალიან დრამატული ბოლო თვე ნახევარი გველის

წინ. იმედი გავქვს მადრიდული სულის და მოგების სურვილის. HALA MADRID