დღეს გერმანიის დედაქალაქის კლუბი ესპანეთის დედაქალაქურ გუნდს მიიღებს და ურთიერთობას გაარკვევს. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას წარმოგიდგენთ Goal.Ge და LiveTV.Ge
გთავაზობთ შემადგენლობას მარკას ვერსიით.
ჰერტა: აერტსი, ლელი, ჰუბნიკი, მიატოვიჩი, ნიემაიერი, ლევან კობიაშვილი , ლუსტენბერგი, რამოსი, რაფაელი, რუკავიტსი, ლასოგა
რეალი : კასილასი, არბელოა, მარსელო, ალონსო, კარვალიო, პეპე, ოზილი, კოენტრაო, კალეხონი, ბენზემა, კრიშტიანო რონალდო
P.S. საბროკერო კომპანიები და ტოტალიზატორები მადრიდელებს დზალიან დიდ უპირატესობას ანიჭებენ და ამასთანავე ამბობენ რომ მატჩში 2.5_ზე მეტი გოლი გავა.
Herta BSC - Real Madrid
1-6.0 X-5.5 2-1.33
Wednesday, July 27, 2011
ბერლინის "ჰერტა" - მადრიდის "რეალი" [პრევიუ]
დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე ბერლინის ოლიმიურ სტადიონზე გაიმართება ამხანაგური მატჩი "ჰერტასა" და "რეალს" შორის...
ბერლინის "ჰერტა"(4-5-1): კრაფტი, ლელი, ჰუბნიკი, მიატოვიჩი, კობიაშვილი, ნეიმაიერი, ოფლი, ებერტი, რაფაელი, რამოსი, ლასოგა.
კოლუმბიელმა თავდამსხმელმა ადრიან რამოსმა ტრავმა მოიშუშა, გაიარა სარეაბილტაციო კურსი და დღევანდელ მატჩში ძირითადიდან დაიწყებს თამაშს. მეკარე მაიკლ აერტსი, მცველი ჯონ ანტონი ბრუკსი, ნახევარმცველი ნიკო სჩულზი და თავდამხმელი აბუ ბაკარ კაგბუ ტრავმირებულნი არიან და სავარაუდოდ ვერ ითამაშებენ.
მადრიდის "რეალი"(4-2-3-1): კასილასი, არბელოა, პეპე, კარვალიო, მარსელო, ალონსო, ხედირა, ოზილი, კაკა, რონალდო, ბენზემა.
ჟოზე მოურინიომ მხოლოდ 20 კაცი შეიყვანა განაცხადში. ესტებან გრანერო 20 კაცს მიღმა დარჩა. სერხიო რამოსი და ნური შაჰინი ტრავმირებულნი არიან და დამოუკიდებელ ვარჯიშებს ასრულებენ. სამი ხედირა გამოჯანმრთელდა და დღევანდელ მატჩს ძირითადიდან დაიწყებს.
იცით თუ არა რომ?
* ბერლინის "ჰერტა" გასულ სეზონში მეორე "ბუნდესლიგის" გამარჯვებულია. ისინი 74 ქულით პირველ ადგილზე გავიდნენ, მეორეზე კი "აუგსბურგი" გავიდა...
* "ჰერტას" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელმა პალ დარდაიმ წინა სეზონის ბოლოს დაასრულა კარიერა. მან 366 შეხვედრა ჩაატარა "მოხუცი ქალბატონის" შემადგენლობაში და 17 გოლის გატანაც მოახერხა...
* ბერლინის ოლიმიურ სტადიონზე 3 238 კაცით ნაკლები ეტევა ვიდრე "ბერნაბეუზე"...
* ახლაგზრდა პერ-მიშელ ლასოგამ თავის პირველივე სეზონში(2010-2011) 13 გოლის გატანა და 4 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. მისი დებიუტი 2010 წლის 24 სექტემბერს შედგა...
* მადრიდის "რეალი" და ბერლინის "ჰერტა" აქამდე არასდროს შეხვედრიან ერთმანეთს...
* ამ შეხვედრამდე ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა სამივე ამხანაგური მატჩი მოიგეს...
* ჩატარებულ სამ შეხვედრაში "რეალს" სშუალოდ 3 გოლი გააქვს მატჩში. მათ მხოლოდ ორი გოლი გაუშვეს...
* სამი ხედირას დებიუტი "ბუდესლიგაში" სწორედ ბერლინის "ჰერტას" წინააღმდეგ იყო, 2006 წლის პივრელ ოქტომბერს...
* "ჰერტაში" თამაშობს ქართველი ლევან კობიაშვილი. იგი მცველის პოზიციაზეა და 3 ნომრით ასპარეზობს. დღევანდელ შეხვედრას ის ძირითადიდან დაიწყებს...
გუნდების უკანასკნელი 5 შეხვედრა
15.05.2011 - "ჰერტა" 2-1 "აუგსბურგი"
08.05.2011 - "აუე" 0-2 "ჰერტა"
29.04.2011 - "ჰერტა" 1-2 "მიუნხენ 1860"
25.04.2011 - "დუსიბურგი" 0-1 "ჰერტა"
16.04.2011 - "ჰერტა" 4-0 "ოსნაბრუკი"
24.07.2011 - "ფილადელფია" 1-2 "რეალი"
21.07.2011 - "გვადალახარა" 0-3 "რეალი"
17.07.2011 - "გალაქსი" 1-4 "რეალი"
21.05.2011 - "რეალი" 8-1 "ალმერია"
15.05.2011 - "ვილეარეალი" - 1-3 "რეალი"
Saturday, July 23, 2011
მადრიდის რეალის სრული კალენდარი ლა-ლიგაში
გთავაზობთ სამეფო კლუბის სრულ კალენდარს ლა ლიგის 2011-2012 წლების სეზონის გათამაშებაში.
როგორც კენჭისყრამ აჩვენა ელ კლასიკოები მე_16 და 35_ე ტურებში გაიმართება, სესაბამისად 11 დეკემბერსა და 22 აპრილს... ხოლო რეალისათვის ლა ლიგა კვირას 21 აგვისტოს იწყება. HALA MADRID!
Philadelpia Union - Real Madrid
მადრიდის რეალი ამერიკულ ვოიაჟს ასსრულებს და 24.07.2011_ში რიგით მესამე და ბოლო მატჩს გამართავს ფილადელფიასთან ადგილობრივი კლუბის წინააღმდეგ. სამეფო გუნდის წევრები უკვე ადგილზე არიან და მატჩისთვის მზადებას განაგრძობენ. თბილისის დროით 05:00 საათზე გაიმართება რეალისa ფილადელფიას დუელი. ძნელი მისახვედრი არაა ვინ არის ფავორიტი და ვისი ეშინიათ. ამ ყოველივეს ფილადელფიას ფეხბურთელები აღნიშნავენ და მაქსიმალურად მოტივირებულნი არინ მატჩის წინ, რადგან მათ არ იციან როდისღა ერირსებათ ლეგენდარული და მსოფლიოს საუკეთესო თუ არა ერთ-ერთ საუკეთელო გუნდთან თამაში. სამწუხაროდ ვერ შემოგთავაზებთ სავარაუდო შემადგენლობებს რადგანაც ეს მატჩი ამხანაგურია ძნელად სავარაუდოა მთავარი მწრთვნელი რა შემადგენლობით გამოვა მოედანზე. პირადად ჩემი მოსახრება ასეთია:
Adan
Arbeloa R. Varane Pepe Marcelo
alonso
Kaka Fábio Coentrão
M. Özil K. Benzema Cristiano Ronaldo
ამავე პოსტში სემოგთავაზებტ ფილადელფიას ფეხბურთელებისა და მთავარი მწრთვნელის მოსაზრებებს რეალის შესახებ მატჩის წინ.
როგორც იცით, მადრიდის "რეალი" ფილადელფიაში იმყოფება და ადგილობრივ გუნდთან აპირებს ამხანაგური შეხვედრის გამრთვას. მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა მოახლოებულ მატჩსა და მადრიდის "რეალზე" ისაუბრეს...
ფარიდ მონდრაგონი(მეკარე):
"ჩვენ ვიცით,რომ მადრიდის "რეალი" უდიდესი კლუბია, ამიტომ მოტივირებულნი ვართ. მადრიდის "რეალის" ხილვა ფილადელფიაში, ჩვენთვის დღესასწაულია.შევეცდებით,რომ ჩვენი საუკეთესო მხარე ვაჩვენოთ მეტოქეს და სასურველ შედეგს მივაღწიოთ. არამარტო კრიშტიანო რონალდო, იქ ყველა მაღალი დონის ვარსკვლავია. შეიძლება მეორედ აქ აღარ ჩამოვიდეს ისეთი გუნდი,რომელსაც ჟოზე მოურინიო წვრთნის."
პიტერ ჰოვაკი:(მწვრთნელი):
"კრშტიანო რონალდო არის არაპროგნოზირებადი ფეხბურთელი, არასდროს არ იცი, რას გააკეთებს. მისი მოედანზე უყურადღებოდ მიტოვება ერთი წამითაც არ შეიძლება. მის შეჩერებას ბევრი გუნდი ვერ ახერხებს."
დანი კალიფი:
"არასდროს მითამაშია რონალდოს წინააღმდეგ, მაგრამ ვიცი,რომ ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. მოხარული ვიქნები,თუ მატჩში მისი პერსონალური მეურვე მე ვიქნები. შევეცდები, რომ იგი შევაჩერო."
ჯონ ჰაკვორსი:
"მადრიდის "რეალს" საუკეთესო თავდასხმის ხაზი ჰყავს მსოფლიოში და მათ წინააღმდეგ თამაში ჩვენი გუნდის დაცვის ხაზისთვის დიდი გამოცდა იქნება."
ველკო პაუნოვიჩი:
"რა თქმა უნდა, მადრიდის "რეალი" ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია მსოფლიოში. ჩვენთვის დიდი პატივია მათთან თამაში. ვიმედოვნებ,რომ მათ სავსე სტადიონით მივესალმებით.

Friday, July 22, 2011
Thursday, July 21, 2011
შემდეგი "მსხვერპლი"
Gualadajara vs Real Madrid
90'მატჩის დასასრული
89'ედგარმ მეხია კარში ურტყამს
86'მადრიდის "რეალის" შეტევა ხოსელუს დარტყმით სრულდება
85'ცვლილება "ჩივასის" შემადგენლობაში: ანტონიო სალასარ კასტიიო ხავიერ ივან ბაესის ნაცვლად
82'ცვლილება მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში: ხესე იოზილის ნაცვლად
81'გოლი. 0–3. კრიშტიანუ რონალდუს, იოზილის გადაცემის შემდეგ, მესამე გოლი გააქვს
78'ცვლილება მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში: ხოსელუ ბენზემას ნაცვლად
78'ცვლილება "ჩივასის" შემადგენლობაში: ხესუს სანჩესი ომარ არეიანოს ნაცვლად
75'გოლი. 0–2. კრიშტიანუ რონალდუს პენალტი გააქვს
74'პეპე საჯარიმოში წააქციეს და პენალტი
74'ცვლილება "ჩივასის" შემადგენლობაში: არტურო ლედესმა მიგელ პონჩეს ნაცვლად
72'გოლი. 0–1. ბენზემას პასის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუს გოლი გააქვს
70'იოზილი საჯარიმოში აწვდის
70'იოზილი კუთხურს აწვდის
69'მადრიდის "რეალის" შეტევა ბენზემას დარტყმით სრულდება, თუმცა მეკარე ბურთს იგერიებს
68'ომარ არეიანო საჯარიმოში აწვდის
67'ცვლილება "ჩივასის" შემადგენლობაში: ანტონიო გალარდო მედინას ნაცვლად
66'კუთხურის შემდეგ, ალბიოლი კარში ურტყამს
65'კრიშტიანუ რონალდუ ჯარიმას ურტყამს, თუმცა მეკარე ბურთს იგერიებს
64'კრიშტიანუ რონალდუ საჯარიმოში აწვდის
63'მადრიდის "რეალის" შეტევა ბენზემას დარტყმით სრულდება, თუმცა მეკარე ბურთს იგერიებს
62'მედიან კუთხურს აწვდის
58'მადრიდის "რეალის" შეტევა ხოსე კალეხონის დარტყმით სრულდება, თუმცა მეკარე ბურთს იგერიებს
57'კრიშტიანუ რონალდუ საჯარიმოში აქვდის
56'გრანერო საჯარიმოში აწვდის
56'კრიშტიანუ რონალდუ ყვითელ ბარათს იღებს
54'ცვლილება "ჩივასის" შემადგენლობაში: მაგალონი ექტორ რეინოსოს ნაცვლად
53'მატჩი ჩერდება, რათა ედგარ მეხიას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ
51'ბენზემა საჯარიმოში აწვდის
50'ომარ არეიანო ჯარიამს ურტყამს
46'მადრიდის "რეალის" შეტევა ბენზემას დარტყმით სრულდება
46'მადრიდის "რეალის" შეტევა პეპეს დარტყმით სრულდება
45'ცვლილება მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში: პეპე რიკარდო კარვალიოს ცვლის
45'მეორე ტაიმი იწყება
46'პირველი ტაიმის დასასრული
43'ომარ არეიანო ყვითელ ბარათს იღებს
41'მატჩი შეჩერდა, რათა რაფაელ ვარანეს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ
40'ფაბიო კოენტრაუ ყვითელ ბარათს იღებს
38'მადრიდის "რეალის" შეტევა კრიშტიანუ რონალდუს დარტყმით სრულდება
36'რაფაელ ვარანე კარში ურტყამს, თუმცა მეკარე ბურთს იგერიებს
35'ედგარ მეხია ყვითელ ბარათს იღებს
34'ხავიერ ივან ბაესი კარში ურტყამს
34'მედინაკუთხურს აწვდის
32'კრიშტიანუ რონალდუ საჯარიმოში აწვდის
29'მადრიდის "რეალის" შეტევა იოზილის დარტყმით სრულდება, თუმცა მეკარე ბურთს იგერიებს
26'იოზილი კარში ურტყამს, მაგრამ გოლი ვერ გააქვს
05'კრიშტიანუ რონალდუ ჯარიმას ურტყამს, თუმცა მეკარე ბურთს იგერიებს
01'"ჩივასის" შეტევა მარკო ფაბიანის დარტყმით სრულდება
00' მატჩი დაიწყო
Monday, July 18, 2011
პირველი გამარჯვება
მადრიდის რეალმა 17 ივლისს დაიწყო ახალი 2011/2012 წლების სეზონი. ამ სეზონის პირველი მატჩი ლოს ანჟელესში გამართა. მადრიდელებისათვის და უმთავრესად მათი მთაარი მწრთვნელისათვის უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან ახალ ფეხბურთელებს უშუალოდ მათჩის მსვლელობისას შეაფასებდა.
ეხლა უშუალოდ მატჩის შესახებ. სამეფო კლუბმა კარგი მათტჩი გამართა და მისთვის შესაფერისი შედეგი მოიმკო. მადრიდელებმა ლოს ანჟელეს გალაქსი 4-1 დაამარცხა. რაც მთავარია ჟოზე მაურინიომ ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაიწყო მატჩი და არც შემცდარა პირველი გოლი მატჩის 31_ე წუთზე ხოსე კალეხონმა გაიტანა... სეზონის მეორე გოლი კიდევ ერთ ნიჭიერ ახალგაზრდას ანგარიშზეა-მეორმოცე წუთზე ხოსელუ 2-0 გახადა ანგარიში და ამ შედეგით დასრულდა პირველი ნახევარი.
პირბელი ტაიმი
მეორე ნახევარში თითქმის სრულიად შეიცვალა მადრიდელთა შემადგენლობა. ოზილი, რონალდუ, ბენზემა, ვარანე შემოვიდა მოედანზე და გუნდი სხვა ტაქტიკაზე გადაეწყო. როგორც მოსალოდნელი იყო თეთრებმა შეტევით დაიწყეს მეორე ნახევარიც და 51 წუთზე რეალის სნაიპერმა მისი დიდოსტატობით ამ სეზონში გახსნა პირადი ანგარიში, რონიმ 3 ფეხბურთელი ჩამოიცილა და უძლიერესი დარტყმით ანგარიში 3-0 გახადა.
ბლანკოსის ვარსკვლავები ლაღად და მიზან მიმართულად უტევდნენ. მარცხენა ფლანგზე კიდევ ერთი ახალწვეული ფაბიო კოენტრაო შეუჩერებელი იყო, რომელმაც ბრწყინვალე ჩაწოდების შემდეგ კარიმ ბენზემამ 58_ე წუთზე 4-0 დააფიქსირა მისი ლამაზი თავური დარტყმით. ამერიკელებმა რაც შეძლეს ეს იყო 67_ე წუთზე პრესტიჟის გოლის გატანა იყო.
მეორე ტაიმი
აღსანიშნავია რომ ჟოზე მაურინიომ ამ მატჩში 2 განსხვავებული ტაქტიკა გამოიყენა... პირველი ტაიმი მოუმ 4-2-3-1 ტაქტიკით ათამაშა გუნდი და კარგი შედეგიც მიიღო, მაგრამ მეორე ნახევარი განსხვავებული და უკეთესი სანახავი იყო. 4-3-3 ეს ტაქტიკა რეალისთვის ცოტა უჩვეულოა მაგრამ მისაღები აღმოჩნდა.

Saturday, July 16, 2011
Los Angeles Galaxy vs Real Madrid
ხვალ, გამთენიისას, თბილისის დროით 06:00-ზე "ლოს-ანჯელეს მემორიალ კოლისეუმზე", ადგილობრივი "ლა გალაქსი" მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს და რეალ მადრიდი, ჩვენი საამაყო გუნდი არაოფიციალურად იწყებს სეზონს. ამ პოსტში შემოგთავაზებთ ხვალ დილით გასამართი მატჩის პრევიუს... მაშ ასე:
სავარაუდო შემადგენლობები:
ვერ ითამაშებენ: მეკარე დონოვან რიკეტსი (ძვლის გადატყდომის გამო), მცველი შონ ალვარადო (მუხლზე გაკეთებული ოპერაციის გამო) და მცველი ლეონარდო (იმავე მიზეზით).
კითხვის ნიშნის ქვეშაა: თავდამსხმელი ჩად პარეტის (მუხლის დაჭიმვის გამო), ნახევარმცველი დევიდ ბექჰემის (წელის ტკივილის გამო), მცველი დალაგარსას (სახის დაზიანების გამო), მცველი შონ ფრანკლინის (მარცხენა ფეხის დაჭიმვის გამო), მცველი ფრანკ ჰეიდუკის (მარჯვენა ფეხის კოჭის ანთების გამო) და მაიკ მაგის (მარჯვენა ფეხის გერმანტიულობის გამო) თამაში.
ვარაუდობენ, რომ ამ მატჩში მონაწილეობას მიიღებენ ხოსე კალეხონი, რაფაელ ვარანე და ფაბიუ კოენტრაუ. კიდევ ერთი ახალწვეული, ნური შაჰინი, ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო, გუნდის დახმარებას რამდენიმე კვირის მანძილზე ვერ შეძლებს.
ვერ ითამაშებენ: ანხელ დი მარია და გონსალო იგუაინი (ორივე მათგანი სამშობლოში იმყოფება და კოპა ამერიკის გათამაშებაში იღებს მონაწილეობას).
იცოდით, რომ:
– დევიდ ბექჰემმა, რომელიც ამჟამად "ლოს-ანჯელეს გალაქსის" ღირსებას იცავს, 2006/2007 წლებში მადრიდის "რეალს" "ლა ლიგის" მოგებაში უდიდესი დახმარება გაუწია. ესპანეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში "თეთრები" "მალიორკას" მასპინძლობდნენ, როდესაც ანგარიში 0:1 იყო, ინგლისელი ანტონიო რეიესმა შეცვალა. საბოლოოდ, მატჩი მადრიდელთა გამარჯვებით 3-1 დასრულდა, "თეთრებმა" წაგებული მატჩი შემოაბრუნეს და "ლა ლიგის" 30-ე ტიტულიც მოიპოვეს.
– "ლოს-ანჯელეს გალაქსის" ვარსკვლავმა, ლენდონ დონოვანმა 2009 წელს კონფედერაციის თასის ნახევარფინალში, სადაც ერთმანეთს ა.შ.შ-ისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებები ხვდებოდნენ, საგოლე პასი კლინტ დემპსის გაუკეთა, და რამოსის შეცდომის შემდეგ "ფურია როხას" კარიც აიღო. ამ თამაშში ა.შ.შ–მ ესპანეთს ანგარიშით 2:0 სძლია და ფინალში გასვლა შეძლო.
– ეს იქნება რიგით მეორე დაპირისპირება ამერიკულ და ესპანურ კლუბებს შორის. პირველად ეს გუნდები ერთმანეთს 2005 წელს შეხვდნენ, მაშინ "თეთრებმა" 0-2 იმარჯვეს. ხოლო მეორე დაპირისპირება გასულ წელს გაიმართა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს "თეთრები" პირველ ტაიმს 2:0-ს, მაგრამ მატჩის შემობრუნება შეძლეს და 2-3 დაამარცხეს მეტოქე.
– მატჩი კალიფორნიაში, "ლოს-ანჯელეს მემორიალ კოლისეუმზე" გაიმართება. წლევანდელი სეზონისგან განსხვავებით, გასულ წელს, ეს გუნდები ერთმანეთს "როუზ ბოულზე" შეხვდნენ.
– პირველად რიკარდუ კაკა "ლოს-ანჯელეს გალაქსის" წინააღდეგ ითამაშებს. გასულ წელს მან ამერიკელები წინააღმდეგ თამაში ტრავმის გამო ვერ შეძლო.
კლუბების ბოლო ხუთი თამაში:
მლს., 2011 წლის 19 ივნისი: "კოლორადო რაპიდსი" 1:3 "ლა გალაქსი"
მლს., 2011 წლის 25 ივნისი: "სან-ხოსე ერტკვეიქსი" 0:0 "ლა გალაქსი"
მლს., 2011 წლის 5 ივლისი: "ლა გალაქსი" 0:0 "სითლ სონდერსი"
მლს., 2011 წლის 10 ივლისი: "ლა გალაქსი" 2:1 "ჩიკაგო ფაირი"
ლა ლიგა, 2011 წლის 7 მაისი: "სევილია" 2:6 მადრიდის "რეალი"
ლა ლიგა, 2011 წლის 10 მაისი: მადრიდის "რეალი" 4:0 "ხეტაფე"
ლა ლიგა, 2011 წლის 15 მაისი: "ვილიარეალი" 1:3 მადრიდის "რეალი"
ლა ლიგა, 2011 წლის 21 მაისი: მადრიდის "რეალი" 8:1 "ალმერია"
Friday, July 15, 2011
კიდევ ერთი შემტევი-კიდევ ერთი არგენტინელი
კარლოს ტევესი
როგორც გამოცემა "Daily Mirror" იტყობინება მადრიდის "რეალმა" და "მანჩესტერ სიტიმ" ტევესის ტრანსფერის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
როგორც გამოცემა "Daily Mirror" იტყობინება მადრიდის "რეალმა" და "მანჩესტერ სიტიმ" ტევესის ტრანსფერის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
"მანჩესტერ სიტიმ" განიხილა მადრიდის "რეალის" შეთავაზება ტევესის ტრანსფერთან დაკავშირებით. ზუსტი თანხა არ სახელდება, მაგრამ ტრანსფერის ფასი 49 მილიონიდან 53 მილიონ ევრომდე მერყეობს.
ოფიციალურად ტევესი მადრიდის "რეალის" მოთამაშე გახდება "კოპა ამერიკის" დასრულების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ "კოპა ამერიკა" 24 ივლისს მთავრდება.
წინა სტატიებიდან შეგახსენებთ, რომ მისმა ორმა თანაგუნდელმა კამბიასომ და ვინსენ კომპანიმ გააკეთეს კომენტარები სადაც ტევესს "რეალში" წარმატებები უსურვეს. გუშინ კი მისმა აგენტმა დაადასტურა, რომ ტევესი კარიერას ესპანეთში განაგრძობს.

Wednesday, July 13, 2011
"გალაქტიკოსები" ამერიკულ ტურნეს იწყებენ
მადრიდის რეალმა წინა სასეზონო მზადება დაიწყო. მათ გეგმებში შედის ამერიკულ-ჩინური ტურნე. სამეფო კლუბი მზადებას ამერიკაში იწყებს.
10 ივლისს გუნდმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. უკლებლივ ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და სამედიცინო შემოწმების შემდეგ აეროპორტში გადაინაცვლეს და ლოს ანჯელესში გაფრინდნენ. გუნდს რიკარდო კაკა დააკლდა რომელიც მათ ამერიკაში შეუერთდება. ბაზაზე ფეხბურთელებს ფლორენტინო პერესი და ზინედინ ზიდანი დახვდნენ.
რეალის მთავარმა მწვრთნელმა ტურნეში 25 ფეხბურთელი წაიყვანა. კოპა ამერიკის მიმდინარეობის გამო მადრიდელებს ანხელ დი მარია და გონსალო იგუაინი დააკლდათ, მაგრამ მაურინიოს განცხადებით ამ 2 ფეხბურთელის გარეშეც კარგათ ითამაშებენ.
ნახევარმცველები: ხაბი ალნსო, ხედირა, შაჰინი, ოზილი, გრანერო და კაკა.
თავდამსხმელები: კრისტიანო რონალდო, ბენზემა, ხესე და ხოსელუ.
ივლისი
11- სამედიცინო შემოწმება, რომელსაც მთელი შემადგენლობა გაივლის.
11 - ლოს ანჟელესში ჩაფრენა.
12- პირველი ოფიციალური ვარჯიში
16 - "ლოს ანჟელეს გალაქსი" - მადრიდის "რეალი"
20 - "ჩივასი" - მადრიდის "რეალი"
23 - "ფილადელფია" - მადრიდის "რეალი"
24 - მადრიდში დაბრუნება
27 - "ჰერტა" - მადრიდის "რეალი"
30 - "ლესტერი" - მადრიდის "რეალი"
30 - ჩინეთში ჩაფრენა
აგვისტო
3 - "გუანჟოუ" - მადრიდის "რეალი"
6 - "ტიანჟინი" - მადრიდის "რეალი"
6 - მადრიდში დაბრუნება და სუპერთასის მატჩისთვის მომზადების დაწყება.
10 ივლისს გუნდმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. უკლებლივ ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და სამედიცინო შემოწმების შემდეგ აეროპორტში გადაინაცვლეს და ლოს ანჯელესში გაფრინდნენ. გუნდს რიკარდო კაკა დააკლდა რომელიც მათ ამერიკაში შეუერთდება. ბაზაზე ფეხბურთელებს ფლორენტინო პერესი და ზინედინ ზიდანი დახვდნენ.
11 ივლისს რეალის ფეხბურთელები უკვე ამერიკაში იყვნენ. დღეს კი მათ თბილისის დროით 10:00 საათზე პირველი ოფიციალური ვარჯიში გამართეს...
ეს კი ლოს ამჯელესში გაფრენა-ჩაფრენის ფოტო
რეალის მთავარმა მწვრთნელმა ტურნეში 25 ფეხბურთელი წაიყვანა. კოპა ამერიკის მიმდინარეობის გამო მადრიდელებს ანხელ დი მარია და გონსალო იგუაინი დააკლდათ, მაგრამ მაურინიოს განცხადებით ამ 2 ფეხბურთელის გარეშეც კარგათ ითამაშებენ.
შემადგენლობა
მეკარეები: კასილიასი, ადანი, ტომას მეხიასი და ხესუსი.
მცველები: არბელოა, რამოსი, ალბიოლი, პეპე, ვარანე, კარვალიო, მარსელო, კოენტრაო, კასადო და ნაჩო.ნახევარმცველები: ხაბი ალნსო, ხედირა, შაჰინი, ოზილი, გრანერო და კაკა.
თავდამსხმელები: კრისტიანო რონალდო, ბენზემა, ხესე და ხოსელუ.
ესეც გასამართი მატჩები
ივლისი
11- სამედიცინო შემოწმება, რომელსაც მთელი შემადგენლობა გაივლის.
11 - ლოს ანჟელესში ჩაფრენა.
12- პირველი ოფიციალური ვარჯიში
16 - "ლოს ანჟელეს გალაქსი" - მადრიდის "რეალი"
20 - "ჩივასი" - მადრიდის "რეალი"
23 - "ფილადელფია" - მადრიდის "რეალი"
24 - მადრიდში დაბრუნება
27 - "ჰერტა" - მადრიდის "რეალი"
30 - "ლესტერი" - მადრიდის "რეალი"
30 - ჩინეთში ჩაფრენა
აგვისტო
3 - "გუანჟოუ" - მადრიდის "რეალი"
6 - "ტიანჟინი" - მადრიდის "რეალი"
6 - მადრიდში დაბრუნება და სუპერთასის მატჩისთვის მომზადების დაწყება.
Monday, July 11, 2011
სატრანსფერო ბუმი
როგორც ყოველთვის მადრიდელები ამ წელსაც აქტიურად ჩაება სატრანსფერო ციებ-ცხელებაში. სამეფო კლუბის მესვეურები ბევრ ისეთ ფეხბურთელს აკვირდებიან რომ რომელთა შესყიდვა ძალიან რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი... თავდაპირველდ დავიწყოთ იმ ფეხბურთელებით რომლებიც უკვე შეიძინა რეალმა...
ფაბიო ალექსანდრე სილვა კოენტრაო დაიბადა 1988 წლის 11 მარტს ვილა დე კონდეში. პირველი სერიოზული გუნდი, სადაც მან ითამაშა იყო "რიო ავე". მისი დებიუტი პირველ დივიზიონში ჯერ კიდევ მაშინ შედგა,როცა ის 16 წლის იყო. მისმა ბრწყინვალე თამაშმა "ბენფიკას" ყურადღება მიიქცია. 2007 წელს ფაბიო დედაქალაქელთა გუნდში ჩაირიცხა. ამ ხნის განმავლობაში ფაბიო სამჯერ იყო განათხოვრებული იჯარით, ჯერ "ნასიონალში"(16 მატჩი, 4 გოლი), შემდეგ "სარაგოსაში"(1 მატჩი, 0 გოლი),ხოლო ბოლოს მშობლიურ "რიო ავეში"(16 მატჩი, 3 გოლი).
2009 წელს ფაბიო "ბენფიკაში" დაბრუნდა და პირველივე სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო უკანასკნელ სეზონში პორტუგალიის თასი აღმართა. კოენტრაოს სულ "ბენფიკას" მაისურით 52 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი აქვს გატანილი.
2005 წლიდან მოყოლებული კოენტრაო პორტუგალიის ნაკრების სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა. მისი ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2009 წელს შედგა ბოსნია-ჰერცოგოვინასთან. მას ჯერ მხოლოდ 15 მატჩი აქვს ჩატარებული. ფაბიო 2010 წლის მუნდიალზეც იმყოფებოდა.
ინდივიდუალური ტიტულები:
მეორე დივიზიონის წლის საუკეთესო განაპირა მცველი - 2006-2007
პორტუგალიის საუკეთესო განაპირა მცველი - 2009-2010
"ბენფიკას" საუკეთესო განაპირა მცველი - 2009
პორტუგალიის თვის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - 2009 წლის ოქტომბერი, 2010 წლის მარტი, აპრილი და სექტემბერი.
"მადეირას" თასის საუკეთესო ფეხბურთელი - 2007
კოენტრაომ ხელშეკრულება დადო და 6 წლიანი კონტრაქტი გააფორმა რეალთან. ეს ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდა მადრიდელებს....
სრული სახელი - რაფაელ ვარანე
დაბადების თარიღი - 1993 წლის 25 აპრილი
დაბადების ადგილი - ლილი, საფრანგეთი
სიმაღლე - 191 სმ
სათამაშო პოზიცია - ცენტრალური მცველი
ამჟამინდელი კლუბი - მადრიდის "რეალი" (0 მატჩი, 0 გოლი)
ახლაგაზრდული კარიერა - "ჰელემესი" - 2000-2002
"ლენსი" (ასაკობრივი გუნდები) - 2002-2010
"ლენსი" - 2010-2011 (23 მატჩი, 2 გოლი)
საფრანგეთი U18 - 2010-2011 (2 მატჩი, 1 გოლი)
საფრანგეთი U21 - 2011-დღემდე (3 მატჩი, 0 გოლი)
როგორც კოენტრაომ ასევე ვარანემ 6 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, პორტუგალიელისგან განსხვავებით სამეფო კლუბს ეს ტრანსფერი 3ჯერ ნაკლები-10 მილიონი ევროს გადახდა მოუწია...
ნური შაჰინი
შაჰინმა სამეფო კლუბთან 6 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, წლიურად ის 2.5 მილიონის მიიღებს. Marca-ს ინფორმაციით სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონს შეადგენს და მასზე დიდ იმედებს ამყარებს როგორც სამეფო კლუბის მესვეურები ასევე მადრიდისტების გულშემატკივრები.
მადრიდის რეალს ასევე შეუერთდა კიდევ ერთი თურქი-ჰამიტ ალტინტოპი. რეალის გულსემატკივრები ამ ტრანსფერს დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრია, რადგან მადრიდის რეალს ამ პოზიციაზე დიდებულ ფორმაში მყოფი ხაბი ალნსო ჰყავთ და არა მგონი ხაბის მაურინიომ ძირითადი დაატოვებინოს...
ეხლა კი ისინი ვინც რეალისთვის ჯერ-ჯერობით აუღებელი სიმაგრეებია...
პირველი და უმთავრესი ნეიმარი. მადრიდელები 19 წლის ბრაზილიელი ფორვარდის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს ამზადებენ, თუმცა თითქმის ყოველ დღე ურთიერთ გამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. ბოლო 2 ”ნიუსი” იტყობინებოდა რომ რეალის წარმომადგენელები ბრაზილიაში ნეიმართან შესახვედრად ჩავიდნენ, მაგრამ მეორე დღეს კი გავრცელდა ასევე ინფორმაცია რომ პერესმა უარი განაცხადა ახალგაზრდა ფორვარდზე....
კუნ აგუერო-შეიძლება ითქვას იგივე სიტუაციაა არგენტინელთან მიმართებაშიც... როგორც ჩანს აგუერო მადრიდის დატოვებას არ აპირებს, მაგრამ მისი კარიერა სად გაგრძელდება უცნობია: მადრიდის ატლეტიკოში თუ მადრიდის რეალში. კუნს პრეტენზია აქვს უფრო დიდ კლუბში იტამაშოს ვიდრე ატლეტიკოა, მაგრამ როგორ განვითარდება მოვლენები ეს კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ გაირკვევა...
და ბოლოს სესკ ფაბრეგასი - მეთოფეების კაპიტანის ბედი ძალიან რთულადაა, რადგან ფაბრეგასისათვის ბარსელონაც იბრძვის. ბლაუგნარას მესვეურები 35 მილიონზე მეტს ვერ იმეტებენ, ხოლო რეალი მზადაა 50 მილიონი ჩაუჯიბოს არსენალს...
ფაბიო ალექსანდრე სილვა კოენტრაო დაიბადა 1988 წლის 11 მარტს ვილა დე კონდეში. პირველი სერიოზული გუნდი, სადაც მან ითამაშა იყო "რიო ავე". მისი დებიუტი პირველ დივიზიონში ჯერ კიდევ მაშინ შედგა,როცა ის 16 წლის იყო. მისმა ბრწყინვალე თამაშმა "ბენფიკას" ყურადღება მიიქცია. 2007 წელს ფაბიო დედაქალაქელთა გუნდში ჩაირიცხა. ამ ხნის განმავლობაში ფაბიო სამჯერ იყო განათხოვრებული იჯარით, ჯერ "ნასიონალში"(16 მატჩი, 4 გოლი), შემდეგ "სარაგოსაში"(1 მატჩი, 0 გოლი),ხოლო ბოლოს მშობლიურ "რიო ავეში"(16 მატჩი, 3 გოლი).
2009 წელს ფაბიო "ბენფიკაში" დაბრუნდა და პირველივე სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო უკანასკნელ სეზონში პორტუგალიის თასი აღმართა. კოენტრაოს სულ "ბენფიკას" მაისურით 52 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი აქვს გატანილი.
2005 წლიდან მოყოლებული კოენტრაო პორტუგალიის ნაკრების სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა. მისი ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2009 წელს შედგა ბოსნია-ჰერცოგოვინასთან. მას ჯერ მხოლოდ 15 მატჩი აქვს ჩატარებული. ფაბიო 2010 წლის მუნდიალზეც იმყოფებოდა.
ინდივიდუალური ტიტულები:
მეორე დივიზიონის წლის საუკეთესო განაპირა მცველი - 2006-2007
პორტუგალიის საუკეთესო განაპირა მცველი - 2009-2010
"ბენფიკას" საუკეთესო განაპირა მცველი - 2009
პორტუგალიის თვის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - 2009 წლის ოქტომბერი, 2010 წლის მარტი, აპრილი და სექტემბერი.
"მადეირას" თასის საუკეთესო ფეხბურთელი - 2007
შემდეგი შენაძენი რაფაელ ვარანეა...
დაბადების თარიღი - 1993 წლის 25 აპრილი
დაბადების ადგილი - ლილი, საფრანგეთი
სიმაღლე - 191 სმ
სათამაშო პოზიცია - ცენტრალური მცველი
ამჟამინდელი კლუბი - მადრიდის "რეალი" (0 მატჩი, 0 გოლი)
ახლაგაზრდული კარიერა - "ჰელემესი" - 2000-2002
"ლენსი" (ასაკობრივი გუნდები) - 2002-2010
"ლენსი" - 2010-2011 (23 მატჩი, 2 გოლი)
საფრანგეთი U18 - 2010-2011 (2 მატჩი, 1 გოლი)
საფრანგეთი U21 - 2011-დღემდე (3 მატჩი, 0 გოლი)
როგორც კოენტრაომ ასევე ვარანემ 6 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, პორტუგალიელისგან განსხვავებით სამეფო კლუბს ეს ტრანსფერი 3ჯერ ნაკლები-10 მილიონი ევროს გადახდა მოუწია...
ნური შაჰინი
შაჰინმა სამეფო კლუბთან 6 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, წლიურად ის 2.5 მილიონის მიიღებს. Marca-ს ინფორმაციით სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონს შეადგენს და მასზე დიდ იმედებს ამყარებს როგორც სამეფო კლუბის მესვეურები ასევე მადრიდისტების გულშემატკივრები.
მადრიდის რეალს ასევე შეუერთდა კიდევ ერთი თურქი-ჰამიტ ალტინტოპი. რეალის გულსემატკივრები ამ ტრანსფერს დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრია, რადგან მადრიდის რეალს ამ პოზიციაზე დიდებულ ფორმაში მყოფი ხაბი ალნსო ჰყავთ და არა მგონი ხაბის მაურინიომ ძირითადი დაატოვებინოს...
ეხლა კი ისინი ვინც რეალისთვის ჯერ-ჯერობით აუღებელი სიმაგრეებია...
პირველი და უმთავრესი ნეიმარი. მადრიდელები 19 წლის ბრაზილიელი ფორვარდის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს ამზადებენ, თუმცა თითქმის ყოველ დღე ურთიერთ გამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. ბოლო 2 ”ნიუსი” იტყობინებოდა რომ რეალის წარმომადგენელები ბრაზილიაში ნეიმართან შესახვედრად ჩავიდნენ, მაგრამ მეორე დღეს კი გავრცელდა ასევე ინფორმაცია რომ პერესმა უარი განაცხადა ახალგაზრდა ფორვარდზე....
კუნ აგუერო-შეიძლება ითქვას იგივე სიტუაციაა არგენტინელთან მიმართებაშიც... როგორც ჩანს აგუერო მადრიდის დატოვებას არ აპირებს, მაგრამ მისი კარიერა სად გაგრძელდება უცნობია: მადრიდის ატლეტიკოში თუ მადრიდის რეალში. კუნს პრეტენზია აქვს უფრო დიდ კლუბში იტამაშოს ვიდრე ატლეტიკოა, მაგრამ როგორ განვითარდება მოვლენები ეს კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ გაირკვევა...
და ბოლოს სესკ ფაბრეგასი - მეთოფეების კაპიტანის ბედი ძალიან რთულადაა, რადგან ფაბრეგასისათვის ბარსელონაც იბრძვის. ბლაუგნარას მესვეურები 35 მილიონზე მეტს ვერ იმეტებენ, ხოლო რეალი მზადაა 50 მილიონი ჩაუჯიბოს არსენალს...
Subscribe to:
Posts (Atom)