გალაქტიკოსთა ახალი სეზონი და ახალი გალაქტიკოსები
2009 წელს მარიდის რეალმა 8 ახალი ფეხბურთელი შეიძინა და ამით დაიწყო ახალი ერა სამეფო კლუბში. თუმცაღა 2009/2010 წლის სეზონში მადრიდელებმა ვერაფერი მოიგეს, მეტიც ჩემპიონთა ლიგას ისევ მერვედ ფინალურ ეტაპზე გამოეთიშნენ და ისევ ლიონის ოლიმპიკის წყალობით... დასრულდა 2009/2010 წლის სეზონი, მადრიდს მათი მთავარი მწრთვნელი მანუელ პელეგრინი დაემშვიდობა და სამეფო კლუბის პრეზიდენტმა გუნდს სათავეში, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და უძლიერესი მწრთვნელი ჟოზე მაურინიო. მაურინიოს რეალში გადმობარგება მისმა წარმატებებმა განაპირობა.პორტუგალიურ პორტუში მაურინიომ ქვეყნის ჩემპიონობა, ქვეყნის თასისა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩემპონთა ლიგის ჩემპიონობა გაიფორმა. ჩელსიში მან ქვეყნის, თასის მოგება მოახერხა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს მიაღწია შემდეგ ინტერნაციონალე, სადაც მან ყველა გააოცა. მეორე სეზონში მოუს გუნდმა სერია A, იტალიის თასი, ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს ჩემპიონატი კლუბებს შორის და იტალიის სუპერ თასის მოგება მოახერხა... ყოველივე ამის შემდეგ ჟოზე ჩამოვიდა მადრიდში და შეუდგა საქმეს.
სეზონის დაწყებამდე მადრიდელებმა კიდევ რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელეს და კიდევ უფრო მეტად შეუწყვეს ხელი ახალი გუნდის შენებას... მათი ახალი სენაძენები იყვნენ: მესუტ ოზილი, ანხელ დი მარია, რიკარდო კარვალიო(მოურინიოს ფავორიტი) და სემი ხედირა... ეს 4 ფეხბურთელი ძირითადი შემადგენლობის ეხბურთელებად იქცნენ...
ამ ოთხეულიდან გასაკუთრებით აღსანიშნავია ოზილი-დი მარიას დუეტი. ამ ორმა ფეხბურთელმა გაამაგრა რეალის შეტევითი პოტენციალი და 2010/2011 წლის სეზონის საუკეთესო ასისტენტებად აღიარეს.
No comments:
Post a Comment