Saturday, July 16, 2011

Los Angeles Galaxy vs Real Madrid



ხვალ, გამთენიისას, თბილისის დროით 06:00-ზე "ლოს-ანჯელეს მემორიალ კოლისეუმზე", ადგილობრივი "ლა გალაქსი" მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს და რეალ მადრიდი, ჩვენი საამაყო გუნდი არაოფიციალურად იწყებს სეზონს. ამ პოსტში შემოგთავაზებთ ხვალ დილით გასამართი მატჩის პრევიუს... მაშ ასე: 


სავარაუდო შემადგენლობები:



პრევიუ:"ლოს-ანჯელეს გალაქსი" - მადრიდის "რეალი""ლა გალაქსი" (4-5-1): საუნდერსი, ბერჰალტერი, ო. გონსალესი, კიროვსკი, დუნივანტი, პ. კარდოსო, ჟუნინიო, ბურჩილი, ბექჰემი, დონოვანი და ანხელი.

ვერ ითამაშებენ: მეკარე დონოვან რიკეტსი (ძვლის გადატყდომის გამო), მცველი შონ ალვარადო (მუხლზე გაკეთებული ოპერაციის გამო) და მცველი ლეონარდო (იმავე მიზეზით).

კითხვის ნიშნის ქვეშაა: თავდამსხმელი ჩად პარეტის (მუხლის დაჭიმვის გამო), ნახევარმცველი დევიდ ბექჰემის (წელის ტკივილის გამო), მცველი დალაგარსას (სახის დაზიანების გამო), მცველი შონ ფრანკლინის (მარცხენა ფეხის დაჭიმვის გამო), მცველი ფრანკ ჰეიდუკის (მარჯვენა ფეხის კოჭის ანთების გამო) და მაიკ მაგის (მარჯვენა ფეხის გერმანტიულობის გამო) თამაში.

პრევიუ:"ლოს-ანჯელეს გალაქსი" - მადრიდის "რეალი"მადრიდის "რეალი" (4-2-3-1): კასილასი, ს. რამოსი, პეპე, კარვალიუ, მარსელო, ჩაბი ალონსო, ხედირა, იოზილი, კაკა, რონალდუ და ბენზემა.

ვარაუდობენ, რომ ამ მატჩში მონაწილეობას მიიღებენ ხოსე კალეხონი, რაფაელ ვარანე და ფაბიუ კოენტრაუ. კიდევ ერთი ახალწვეული, ნური შაჰინი, ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო, გუნდის დახმარებას რამდენიმე კვირის მანძილზე ვერ შეძლებს.

ვერ ითამაშებენ: ანხელ დი მარია და გონსალო იგუაინი (ორივე მათგანი სამშობლოში იმყოფება და კოპა ამერიკის გათამაშებაში იღებს მონაწილეობას).

იცოდით, რომ:

– დევიდ ბექჰემმა, რომელიც ამჟამად "ლოს-ანჯელეს გალაქსის" ღირსებას იცავს, 2006/2007 წლებში მადრიდის "რეალს" "ლა ლიგის" მოგებაში უდიდესი დახმარება გაუწია. ესპანეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში "თეთრები" "მალიორკას" მასპინძლობდნენ, როდესაც ანგარიში 0:1 იყო, ინგლისელი ანტონიო რეიესმა შეცვალა. საბოლოოდ, მატჩი მადრიდელთა გამარჯვებით 3-1 დასრულდა, "თეთრებმა" წაგებული მატჩი შემოაბრუნეს და "ლა ლიგის" 30-ე ტიტულიც მოიპოვეს.

– "ლოს-ანჯელეს გალაქსის" ვარსკვლავმა, ლენდონ დონოვანმა 2009 წელს კონფედერაციის თასის ნახევარფინალში, სადაც ერთმანეთს ა.შ.შ-ისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებები ხვდებოდნენ, საგოლე პასი კლინტ დემპსის გაუკეთა, და რამოსის შეცდომის შემდეგ "ფურია როხას" კარიც აიღო. ამ თამაშში ა.შ.შ–მ ესპანეთს ანგარიშით 2:0 სძლია და ფინალში გასვლა შეძლო.

– ეს იქნება რიგით მეორე დაპირისპირება ამერიკულ და ესპანურ კლუბებს შორის. პირველად ეს გუნდები ერთმანეთს 2005 წელს შეხვდნენ, მაშინ "თეთრებმა" 0-2 იმარჯვეს. ხოლო მეორე დაპირისპირება გასულ წელს გაიმართა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს "თეთრები" პირველ ტაიმს 2:0-ს, მაგრამ მატჩის შემობრუნება შეძლეს და 2-3 დაამარცხეს მეტოქე.

– მატჩი კალიფორნიაში, "ლოს-ანჯელეს მემორიალ კოლისეუმზე" გაიმართება. წლევანდელი სეზონისგან განსხვავებით, გასულ წელს, ეს გუნდები ერთმანეთს "როუზ ბოულზე" შეხვდნენ.

– პირველად რიკარდუ კაკა "ლოს-ანჯელეს გალაქსის" წინააღდეგ ითამაშებს. გასულ წელს მან ამერიკელები წინააღმდეგ თამაში ტრავმის გამო ვერ შეძლო.

კლუბების ბოლო ხუთი თამაში:

პრევიუ:"ლოს-ანჯელეს გალაქსი" - მადრიდის "რეალი"მლს., 2011 წლის 12 ივნისი: "ლა გალაქსი" 2:2 "ტორონტო"
მლს., 2011 წლის 19 ივნისი: "კოლორადო რაპიდსი" 1:3 "ლა გალაქსი"
მლს., 2011 წლის 25 ივნისი: "სან-ხოსე ერტკვეიქსი" 0:0 "ლა გალაქსი"
მლს., 2011 წლის 5 ივლისი: "ლა გალაქსი" 0:0 "სითლ სონდერსი"
მლს., 2011 წლის 10 ივლისი: "ლა გალაქსი" 2:1 "ჩიკაგო ფაირი"

პრევიუ:"ლოს-ანჯელეს გალაქსი" - მადრიდის "რეალი"ჩ.ლ., 2011 წლის 3 მაისი: "ბარსელონა" 1:1 მადრიდის "რეალი"
ლა ლიგა, 2011 წლის 7 მაისი: "სევილია" 2:6 მადრიდის "რეალი"
ლა ლიგა, 2011 წლის 10 მაისი: მადრიდის "რეალი" 4:0 "ხეტაფე"
ლა ლიგა, 2011 წლის 15 მაისი: "ვილიარეალი" 1:3 მადრიდის "რეალი"
ლა ლიგა, 2011 წლის 21 მაისი: მადრიდის "რეალი" 8:1 "ალმერია"

No comments:

Post a Comment