Saturday, July 9, 2011

ახალი გუნდის პირველი სეზონი

ამ პოსტში მინდა მიმოვიხილო ახალი გუნდის პირველი სეზონი... ახალი ფეხბურთელები და ახალი მთავარი წრთვნელი, მიუხედავად შეუთამაშებლობისა, მიუხედავად იმისა რომ ფეხბურთელები ერთმანეთს არ იცნობდნენ ეს მადრიდის რეალია და მათგან ყველა ბევრს ელოდნენ განსაკუთრებით ამ სეზონში...
   2010/2011 წლის სეზონი ბოლო წლების ცუდი ტრადიციების და რეკორდების დამყარების წელი იყო რეალისათვის. თავდაპირველად დავიწყოთ რეგულარული შემადგენლობის დახასიათებით:
   მეკარეები: 1. იკერ კასილიასი 25. იერჟი დუდეკი 13. ადანი


   მცველები:  2. რიკარდო კარვალიო 3. პეპე 4. სერხიო რამოსი 12. მარსელო 15. მატეოსი 16. ალვარო არბელოა 17. რაულ ალბიოლი 18. იეზეკილ გარაი


    ნახევარმცველები: 5. ფერნანდო გაგო 8. რიკარდო კაკა 10. ლასანა დიარა 11. ესტებან გრანერო 14. ხაბი ალონსო 16. სერხიო კანალესი 21. რედრო ლეონი 22. ანხელ დი მარია 23. მესუტ ოზილი 24. სამი ხედირა

  თავმდამსხმელები: 7. კრისტიანო რონალდო  9. კარიმ ბენზემა 20. გონსალო იგუაინი ( ეს პიპიტა) 
  მადრიდელები ძირითადად 4-4-2 ტაქტიკით თამაშობდნენ და ძირიტადი შემდეგი იყო:                 იკერ კასილიასი  
მარსელო                   პეპე           კარვალიო              რამოსი

დი მარია                   ლასანა დიარა          ხაბი ალონსო         ოზილი    

                                     იგუაინი             რონალდო
 იგუაინი ტრამვის შემდეგ ბენზემამ შეცვალა და ის გახდა ცენტრ ფორვარდი.

ეხლა უშუალოდ სეზონის მიმდევრობა...
 LA LIGA: 28 აგვისტოს დაიწყო პრიმერა დივიზიონი. მადრიდელებს პირველი მატჩი 29 აგვისტოს ჰქონდათ. ეს კი LA LIGA_ში ჩატარებული ყველა მატჩი: 

"რეალის" თამაშების კალენდარი


 
მადრიდელებმა 11 სექტემბერს მეორე მატჩი გამართეს ესპანეთის ჩემპიონატში და 15 ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი ელოდათ. მადრიდელებს ჯგუფში მილანი, აიაქსი და ოსერი ჰყავდა... მიუხედავად არც თუ იოლ ჯგუფში რეალმა მხოლოდ 2 ქულა დაკარგა. 5 მოგება და 1 ფრე...  

  

ჯგუფური ეტაპი - ჯგუფი G



 ბედის ირონიაა მაგრამ მადრიდელებს მერვედ ფინალში ისევ ლიონის ოლიმპიკი შეხვდა, რომელიც სამეფო კლუბისათვის გადაულახავი ბარიერი იყო მაგრამ ამ სეზონში ეს პრობლემაც მოგვარდა. აღსანიშნავია რომ რეალი 9 წლის განმავლობაში რეალი მერვედ ფინალურ ვერ ლახავდა. ლიონში 1-1 და მადრიდში მარტივი გამარჯვება 3-0. 1/4 ფინალი ტოტენჰემი შეხვდა მადრიდელებს... პირველი მატჩი მადრიდში გაიმართა და უპრობლემო გამარჯვება მოიპოვა სამეფო კლუბმა 4-0, ლონდონში კი 1-0 იმარჯვეს... ჩემპიონთა ლიგის პიკი 1/2 ფინალი იყო. ელ კლსიკო. რა თქმა უნდა ყოველ ელ კლასიკოს დიდი დაძაბულობა ახლავს თუმცა ეს ძალიან ბერვი იყო, რადგან 3 კვირის განმავლობაში 4 ელ კასიკო უნდა გამართულიყო... ლა ლიგის მეორე მატჩი, კოპა დელ რეის ფინალი და ჩემპიონთა ლიგა... ლა ლიგის დაპირისპირება 1-1 დასრულდა და კრისტიანო რონალდომ პირველი გოლი გაუტანა ბარსელონას. 3 დღეში სამეფო თასის ფინალი მოვიდა და მადრიდელებმა რონალდუს გოლით ფინალი მოიგეს  და სამეფო თასს დაეუფლნენ. 


და ბოლოს სამეფო თასი... ეს იყო დიდი და დიადი გამარჯვება... გამარჯვება პრინციპული მეტოქის წინააღმდეგ...  მადრიდელებმა ბარსელონას ფინალში 1-0 სძლია. დი მარია, მარსელო და რონალდოს კომბინაციას რონის გოლი მოჰყვა... ახალი გუნდის პირველი თასი... სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა ძალიან მარტივად განვლეს გზა ფინალამდე და ფინალში მეტოქე როგორც მოსალოდნელი იყო უთულესი ელოდათ, თუმცა სამეფო გუნდმა ეს შეძლო და მოიგო... ახალმა გალაქტოკომ პირველად იზეიმა ჩემპიონობა...




საბოლოოდ ეს სეზონი მაინც დადებითად აღიარდა, რადგან მადრიდელებმა მიაღწიეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალს, ლა ლიგის მეორე ადგილი და სამეფო თასის მოგება... დამატებული ამას კრისტიანო რონალდოსა და იკერ კასილიასის საუკეთესოებად აღიარება...
                                                                    HALA MADRID !!!

No comments:

Post a Comment