Wednesday, July 6, 2011

ახალი შემადგენლობა

ფლორენტინო პერესმა მადრიდის რეალის ახალ გალაქტიკოსად ქცევა გადაწყვიტა... მან ეს 2 წლის წინ დაიწყო როდესაც კოლოსალური თანხები გაიღო და იმ დროისთვის საუკეთესო ფეხბურთელები შესაძენად: კრისტიანო რონალდო, რიკარდო კაკა, ხაბი ალონსო და კარიმ ბენზემა... ამ ოთხი ფეხბურთელის გარდა მადრიდელთა მამამთავარმა რამდენიმე ფეხბურთელი შემატა გალაქტიკოსთა სიას მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერი შემატეს გუნდს ახალგაზრდა ნიჭიერებმა(სერხიო კანალესი, პედრო ლეონი, ეზეკილ გარაი, ალვარო არბელოა კოკა)... პერესმა  ამ შენაძენებით დაიწყო ახალი თეთრი ბალეტის დადგმა... 2009 წელს რეალი იყო მსოფლიოში პირველი გუნდი რომელმაც რეკორდული თანხები გაიღო სატრანსფერო ბაზარზე... კრისტიანო რონალდომ კი ზინედინ ზიდანის რეკორდი მოხსნა და ის გახდა მსოფლიოს უძვირესი ფეხბურთელი, მადრიდის რეალმა მასში 96 მილიონი ევრო დაგაიხადა, რაც ყველა დროის რეკორდია... სამწუხაროდ ახალი შენაძენებისა უმეტესობა ვერ მოერგო მადრიდელთა ძირითად შემადგენლობას, მაგრამ მთავარი მაინც რონალდო იყო რომელიც საწყისი ეტაპიდანვე  როგორც მოსალოდნელი იყო გახდა ლიდერი, რასაც კაკაზე ვერ ვიტყვით, რომელიც ტრამვება დატანჯა... მადრიდში და მადრიდელებთან ადაპტირება არ გასჭირვებია ხაბი ალონსოს, რომელიც ერთ-ერთი ლიდერი თავის პოზიციაზე და ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა... რაც შეეხება არვალო არბელოას მას ეძლეოდა საშუალება ეთამაშა ძირითადში მაგრამ სამწუხაროდ არც ისეთი მყარი ფეხბურთელია და მისი გუნდში დარჩენა სათუოა დღესდღეობით...  


ასევე რთულად არი სერხიო კანალესის, ალვარო არბელოას, პედრო ლეონის და ეზეკილ გარაის საკითხი... აი რაც შეეხება კაკას მას ძალიან სურს მადრიდში დარჩენა, თუმცა ძალიან ძნელად წყდება მისი საკითხი, რადგან მადრიდელთა მწვრთნელი მის ადგილს ვერ ხედავს ძირითადში თან მასზე მოთხოვნა გაიზარდა. მის შესაძენად იბრძვის მილანის ინტერი, მილანის მილანი და მანჩესტერ სიტი. რეალის კაკას სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს, მაგრამ ამ გუნდებს ამდენის გადახდა არ სურთ. ეხლა კი კარიმ ბენზემა... ბენზემასგან ძალიან ბევრს მოელოდნენ, რადგან ის იმედის მომცემი. ნიჭიერი თავდამსხმელია, თუმცა თავიდან ვერ  შეძლო სრული ადაპტირება მადრიდში, რადგან გონსალო იგუაინი მადრიდელთა მთავარი შემტევი იყო, თან საუკეთესო ფორმაში მყოფი. მას ეძლეოდა ძალიან მცირე სათამაშო დრო, მაგრამ ამ დროში ვერ ახერხებდა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას, მაგრამ მას ”გაუმართლა”, რადგან იგუაინმა ტრამვა მიიღო და მისი დროც დადგა... სეზონის ბოლოს მან მატჩი არ გამოტოვა თითქმის გოლი რომ არ გაეტანა...



   და ბოლოს კრისტიანო რონალდო.... მე მხოლოდ მის მიღწევებს დავწერ და ამით ვიტყვი სათქმელს...    მიღწევები:

პორტუგალიის სუპერლიგა: 2002

ინგლისის თასი: 2004

ინგლისის ლიგის თასი: 2006,2009

პრემიერლიგა: 2007,2008,2009

ინგლისის სუპერთასი: 2007,2008

ჩემპიონთა ლიგა: 2008

მსოფლიო ჩემპიონატი კლუბებს შორის: 2008

ინდივიდუალური მიღწევები:

ბრავოს ტროფეი: 2004

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი FIFAPro–ს ვერსიით: 2006,2007

საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელი: 2006,2007

პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი: 2007

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი: 2008

ოქროს ბუცის მფლობელი: 2008

საუკეთესო ფეხბურთელი UEFA-ს ვერსიით: 2008

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი FIFAPro–ს ვერსიით: 2008

"ოქროს ბურთის" მფლობელი: 2008

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი FIFA-ს ვერსიით: 2008 

რონალდომ მის პირველ სეზონში 26 გოლის გატანა მოახერხა და ბომბარდირთა დავაში მეორე იყო, ხოლო მეორე სეზონში ის გახდა მადრიდის რეალის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდი და არა მარტო რეალის, მან დაამხო ტელმო ზარასა და ჰუგო სანჩესის რეკორგი ლა ლიგაში გატანილი გოლების ოდენობით. მათ 38-38 გოლი გაიტანეს თავის დროს, ხოლო რონალდომ კი 40 გოლით დაასრულა ჩემპიონატი და მთლიანი სეზონი კი 53 გატანილი გოლით... ის გახდა ესპანეთისა და ევროპის ბომბარდირი.... 
       


No comments:

Post a Comment