Saturday, July 23, 2011

Philadelpia Union - Real Madrid


მადრიდის რეალი ამერიკულ ვოიაჟს ასსრულებს და 24.07.2011_ში რიგით მესამე და ბოლო მატჩს გამართავს ფილადელფიასთან ადგილობრივი კლუბის წინააღმდეგ. სამეფო გუნდის წევრები უკვე ადგილზე არიან და მატჩისთვის მზადებას განაგრძობენ. თბილისის დროით 05:00 საათზე გაიმართება რეალისa ფილადელფიას დუელი. ძნელი მისახვედრი არაა ვინ არის ფავორიტი და ვისი ეშინიათ. ამ ყოველივეს ფილადელფიას ფეხბურთელები აღნიშნავენ და მაქსიმალურად მოტივირებულნი არინ მატჩის წინ, რადგან მათ არ იციან როდისღა ერირსებათ ლეგენდარული და მსოფლიოს საუკეთესო თუ არა ერთ-ერთ საუკეთელო გუნდთან თამაში. სამწუხაროდ ვერ შემოგთავაზებთ სავარაუდო შემადგენლობებს რადგანაც ეს მატჩი ამხანაგურია ძნელად სავარაუდოა მთავარი მწრთვნელი რა შემადგენლობით გამოვა მოედანზე.  პირადად  ჩემი მოსახრება ასეთია:
                                                          Adan
                                 Arbeloa       R. Varane        Pepe     Marcelo
                                                         alonso
                                         Kaka                       Fábio Coentrão
                              M. Özil                         K. Benzema             Cristiano Ronaldo
 ამავე პოსტში სემოგთავაზებტ ფილადელფიას ფეხბურთელებისა და მთავარი მწრთვნელის მოსაზრებებს რეალის შესახებ მატჩის წინ.


როგორც იცით, მადრიდის "რეალი" ფილადელფიაში იმყოფება და ადგილობრივ გუნდთან აპირებს ამხანაგური შეხვედრის გამრთვას. მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა მოახლოებულ მატჩსა და მადრიდის "რეალზე" ისაუბრეს...
ფარიდ მონდრაგონი(მეკარე):

"ჩვენ ვიცით,რომ მადრიდის "რეალი" უდიდესი კლუბია, ამიტომ მოტივირებულნი ვართ. მადრიდის "რეალის" ხილვა ფილადელფიაში, ჩვენთვის დღესასწაულია.შევეცდებით,რომ ჩვენი საუკეთესო მხარე ვაჩვენოთ მეტოქეს და სასურველ შედეგს მივაღწიოთ. არამარტო კრიშტიანო რონალდო, იქ ყველა მაღალი დონის ვარსკვლავია. შეიძლება მეორედ აქ აღარ ჩამოვიდეს ისეთი გუნდი,რომელსაც ჟოზე მოურინიო წვრთნის."

პიტერ ჰოვაკი:(მწვრთნელი):

"კრშტიანო რონალდო არის არაპროგნოზირებადი ფეხბურთელი, არასდროს არ იცი, რას გააკეთებს. მისი მოედანზე უყურადღებოდ მიტოვება ერთი წამითაც არ შეიძლება. მის შეჩერებას ბევრი გუნდი ვერ ახერხებს."

დანი კალიფი:

"არასდროს მითამაშია რონალდოს წინააღმდეგ, მაგრამ ვიცი,რომ ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. მოხარული ვიქნები,თუ მატჩში მისი პერსონალური მეურვე მე ვიქნები. შევეცდები, რომ იგი შევაჩერო."

ჯონ ჰაკვორსი:

"მადრიდის "რეალს" საუკეთესო თავდასხმის ხაზი ჰყავს მსოფლიოში და მათ წინააღმდეგ თამაში ჩვენი გუნდის დაცვის ხაზისთვის დიდი გამოცდა იქნება."

ველკო პაუნოვიჩი:

"რა თქმა უნდა, მადრიდის "რეალი" ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია მსოფლიოში. ჩვენთვის დიდი პატივია მათთან თამაში. ვიმედოვნებ,რომ მათ სავსე სტადიონით მივესალმებით.

No comments:

Post a Comment