ფაბიო ალექსანდრე სილვა კოენტრაო დაიბადა 1988 წლის 11 მარტს ვილა დე კონდეში. პირველი სერიოზული გუნდი, სადაც მან ითამაშა იყო "რიო ავე". მისი დებიუტი პირველ დივიზიონში ჯერ კიდევ მაშინ შედგა,როცა ის 16 წლის იყო. მისმა ბრწყინვალე თამაშმა "ბენფიკას" ყურადღება მიიქცია. 2007 წელს ფაბიო დედაქალაქელთა გუნდში ჩაირიცხა. ამ ხნის განმავლობაში ფაბიო სამჯერ იყო განათხოვრებული იჯარით, ჯერ "ნასიონალში"(16 მატჩი, 4 გოლი), შემდეგ "სარაგოსაში"(1 მატჩი, 0 გოლი),ხოლო ბოლოს მშობლიურ "რიო ავეში"(16 მატჩი, 3 გოლი).
2009 წელს ფაბიო "ბენფიკაში" დაბრუნდა და პირველივე სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო უკანასკნელ სეზონში პორტუგალიის თასი აღმართა. კოენტრაოს სულ "ბენფიკას" მაისურით 52 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი აქვს გატანილი.
2005 წლიდან მოყოლებული კოენტრაო პორტუგალიის ნაკრების სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა. მისი ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2009 წელს შედგა ბოსნია-ჰერცოგოვინასთან. მას ჯერ მხოლოდ 15 მატჩი აქვს ჩატარებული. ფაბიო 2010 წლის მუნდიალზეც იმყოფებოდა.
ინდივიდუალური ტიტულები:
მეორე დივიზიონის წლის საუკეთესო განაპირა მცველი - 2006-2007
პორტუგალიის საუკეთესო განაპირა მცველი - 2009-2010
"ბენფიკას" საუკეთესო განაპირა მცველი - 2009
პორტუგალიის თვის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - 2009 წლის ოქტომბერი, 2010 წლის მარტი, აპრილი და სექტემბერი.
"მადეირას" თასის საუკეთესო ფეხბურთელი - 2007
შემდეგი შენაძენი რაფაელ ვარანეა...
დაბადების თარიღი - 1993 წლის 25 აპრილი
დაბადების ადგილი - ლილი, საფრანგეთი
სიმაღლე - 191 სმ
სათამაშო პოზიცია - ცენტრალური მცველი
ამჟამინდელი კლუბი - მადრიდის "რეალი" (0 მატჩი, 0 გოლი)
ახლაგაზრდული კარიერა - "ჰელემესი" - 2000-2002
"ლენსი" (ასაკობრივი გუნდები) - 2002-2010
"ლენსი" - 2010-2011 (23 მატჩი, 2 გოლი)
საფრანგეთი U18 - 2010-2011 (2 მატჩი, 1 გოლი)
საფრანგეთი U21 - 2011-დღემდე (3 მატჩი, 0 გოლი)
როგორც კოენტრაომ ასევე ვარანემ 6 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, პორტუგალიელისგან განსხვავებით სამეფო კლუბს ეს ტრანსფერი 3ჯერ ნაკლები-10 მილიონი ევროს გადახდა მოუწია...
ნური შაჰინი
შაჰინმა სამეფო კლუბთან 6 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, წლიურად ის 2.5 მილიონის მიიღებს. Marca-ს ინფორმაციით სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონს შეადგენს და მასზე დიდ იმედებს ამყარებს როგორც სამეფო კლუბის მესვეურები ასევე მადრიდისტების გულშემატკივრები.
მადრიდის რეალს ასევე შეუერთდა კიდევ ერთი თურქი-ჰამიტ ალტინტოპი. რეალის გულსემატკივრები ამ ტრანსფერს დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრია, რადგან მადრიდის რეალს ამ პოზიციაზე დიდებულ ფორმაში მყოფი ხაბი ალნსო ჰყავთ და არა მგონი ხაბის მაურინიომ ძირითადი დაატოვებინოს...
ეხლა კი ისინი ვინც რეალისთვის ჯერ-ჯერობით აუღებელი სიმაგრეებია...
პირველი და უმთავრესი ნეიმარი. მადრიდელები 19 წლის ბრაზილიელი ფორვარდის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს ამზადებენ, თუმცა თითქმის ყოველ დღე ურთიერთ გამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. ბოლო 2 ”ნიუსი” იტყობინებოდა რომ რეალის წარმომადგენელები ბრაზილიაში ნეიმართან შესახვედრად ჩავიდნენ, მაგრამ მეორე დღეს კი გავრცელდა ასევე ინფორმაცია რომ პერესმა უარი განაცხადა ახალგაზრდა ფორვარდზე....
კუნ აგუერო-შეიძლება ითქვას იგივე სიტუაციაა არგენტინელთან მიმართებაშიც... როგორც ჩანს აგუერო მადრიდის დატოვებას არ აპირებს, მაგრამ მისი კარიერა სად გაგრძელდება უცნობია: მადრიდის ატლეტიკოში თუ მადრიდის რეალში. კუნს პრეტენზია აქვს უფრო დიდ კლუბში იტამაშოს ვიდრე ატლეტიკოა, მაგრამ როგორ განვითარდება მოვლენები ეს კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ გაირკვევა...
და ბოლოს სესკ ფაბრეგასი - მეთოფეების კაპიტანის ბედი ძალიან რთულადაა, რადგან ფაბრეგასისათვის ბარსელონაც იბრძვის. ბლაუგნარას მესვეურები 35 მილიონზე მეტს ვერ იმეტებენ, ხოლო რეალი მზადაა 50 მილიონი ჩაუჯიბოს არსენალს...
No comments:
Post a Comment